პეტერ ფიშერი – ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში, საით მიდიხარ, საქართველო?!

23:35, 23.06.2025

საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია, ეს განცდა იყო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

„„მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“ არის ფართოდ გავრცელებული კრედო, თუმცა საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ეს განცდა იყო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?!“ – წერს პეტერ ფიშერი.

მსგავსი