პეტერ ფიშერი - გვჯერა, საქართველო ჩაატარებს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ არჩევნებს, ეს არის ფუნდამენტური საკითხი ევროკავშირისთვის
პეტერ ფიშერი - გვჯერა, საქართველო ჩაატარებს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ არჩევნებს, ეს არის ფუნდამენტური საკითხი ევროკავშირისთვის

ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ საქართველო ჩაატარებს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ფიშერის თქმით, ევროკავშირისთვის ეს ფუნდამენტური საკითხია.

„ევროკავშირი არის დემოკრატიების კავშირი, რომელსაც აქვს საპარლამენტო დემოკრატიები, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ინსტიტუტები და მოქალაქეებისთვის თავისუფლების უფლებები. ჩვენ ვერ მივიღებთ ქვეყანას, სადაც არჩევნები ყოველგვარი ეჭვის მიღმა არ არის. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ საქართველო ჩაატარებს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ არჩევნებს. ეს არის ფუნდამენტური საკითხი ევროკავშირისთვის“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ამასთან, პეტერ ფიშერს ანტიდასავლური რიტორიკის საკითხზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მან აღნიშნა:

„მე დასავლეთიდან ვარ და არ მომწონს ანტიდასავლური რიტორიკა. თუ ცდილობ, შეუერთდე კლუბს, არ უნდა შეუწყო ხელი რიტორიკას, რომელიც არის ამ კლუბის საწინააღმდეგო“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.