პეტერ ფიშერი - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები
პეტერ ფიშერი - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები.

„რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე ჩვენ პატივს მივაგებთ მსხვერპლს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები“, – წერს პეტერ ფიშერი.