პეტერ ფიშერი - ასოცირების საბჭოს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველო არის ევროკავშირის წევრობის გზაზე და ასეთი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
პეტერ ფიშერი - ასოცირების საბჭოს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველო არის ევროკავშირის წევრობის გზაზე და ასეთი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ასოცირების საბჭოს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველო არის ევროკავშირის წევრობის გზაზე და ასეთი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე, ესაუბრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს. საქართველო არის ევროკავშირის წევრობის გზაზე. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი იყო შეძლებისდაგვარად სწრაფი და შეუფერხებელი. ასეთი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მხრიდან მოლოდინები შავით თეთრზე წერია ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ცხრა ნაბიჯზე წინსვლის შემთხვევაში ჩვენ გვექნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და შემდეგ იქნება თავების მიხედვით მოლაპარაკებები. ამისთვის ინტესიური დიალოგი, რეგულარული შეხვედრები უმაღლეს დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.