პეტერ ბურკე - ირლანდია არის ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერი, მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს, ქვეყნები უნდა შეესაბამებოდნენ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ევროკავშირი
პეტერ ბურკე - ირლანდია არის ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერი, მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს, ქვეყნები უნდა შეესაბამებოდნენ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ევროკავშირი

ჩვენ გვაქვს დეტალური დისკუსიები ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით, ვნახეთ ევროკომისიის მოხსენება რამდენიმე დღის წინ, რომელიც ეხებოდა უკრაინის პროგრესს, რაც არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ირლანდიისთვის, ისევე როგორც მოლდოვისა და საქართველოს პროგრესს კანდიდატის სტატუსის მიმართულებით პირობების დაკმაყოფილების კუთხით, – ამის შესახებ ევროპულ საქმეთა და თავდაცვის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა, პეტერ ბურკემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია წინსვლის შენარჩუნება.

„ირლანდია არის ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქვეყნებმა მიიღონ შესაძლებლობა და შანსები, როგორიც ჩვენ მივიღეთ 50 წლის წინ, რომ გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრები. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს. ქვეყნები უნდა შეესაბამებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ევროკავშირი, მათ უნდა განახორციელონ რეფორმები, მოლაპარაკების პროცესში თავების მიხედვით უნდა იყოს განხილული ვითარება. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნებისთვის შესაძლებლობის მიცემას. ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ ამ გზაზე და ირლანდია მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ გაფართოებას, არამედ მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნებს. სამი კვირის წინ მოლდოვაში ვიყავი და ეროვნული ბიუჯეტიდან დახმარება გამოვყავით, რადგან ვიცით, რომ ეს მთავრობები მსოფლიოს ძალიან რთულ ადგილას იმყოფებიან და გარედან ცდილობენ მათი დემოკრატიებისთვის ძირის გამოთხრას“, – განაცხადა ბურკემ.