პერუში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ასეული სახლი დაიტბორა
პერუში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ასეული სახლი დაიტბორა

პერუში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ასეული საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში რამდენიმე მდინარე ადიდდა და ათობით დასახლება დატბორა.

წყლით დაიფარა საავტომობილო გზებიც, რის გამოც, რიგი დასახლებების დატოვებას მოსახლეობა ვერ ახერხებს.