პერუში თოკით გაკოჭილი, 1200 წლის წინანდელი მამაკაცის მუმია აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პერუში თოკით გაკოჭილი, 1200 წლის წინანდელი მამაკაცის მუმია აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

პერუში, დედაქალაქ ლიმას გარეუბანში მიმდინარე გათხრებისას, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 800-1200 წლის წინანდელი მუმია, რომელიც თოკით არის შეკრული.

ჩონჩხი სავარაუდოდ 18-22 წლის კაცს ეკუთვნის, მას ხელები სახეზე აქვს აფარებული.

მუმია ლიმადან 24 კილომეტრში, 1მ4 მეტრის სიღრმეში, სამი მეტრის სიგრძის აკლდამაში აღმოაჩინეს.

არქეოლოგი პიტერ ვან დალენი აღმოჩენას გამორჩეულს და უნიკალურს უწოდებს.

„მუმია დაახლოებით ა. წ. 800-დან 1200 წლამდე პერიოდში უნდა დაემარხათ, ანუ ის სულ მცირე 800 წლის წინანდელია“, — ამბობს ვან დალენი.

მუმიის გვერდით ექსპერტებმა იპოვეს ანდური ზღვის გოჭისა და ძაღლის ჩონჩხიც. აკლდამაში ასევე მიაგნეს სიმინდისა და სხვა ბოსტნეულის კვალს.

არქეოლოგიური ძეგლი, სადაც ეს აღმოჩენა გაკეთდა, სახელად კახამარკილია, ურბანული ცენტრი უნდა ყოფილიყო, სადაც 10 000 – 20 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ქალაქი ახ. წ. 200 წელს ააშენეს და ხალხი იქ დაახლოებით 1500 წლამდე ცხოვრობდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.