პერუში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

16:14, 06.07.2020

პერუში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 300 ათასს გადასცდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 3 635 ახალი შემთხვევა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 302 718-ს მიაღწია. შემთხვევათა ნახევარზე მეტი, 165 307 დედაქალაქ ლიმაზე მოდის.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, ვირუსს დღემდე 10 589 ადამიანი ემსხვერპლა. პერუ ბრაზილიის შემდეგ „კოვიდ-19“-ის გავრცელების მხრივ, რიგით მეორე ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში.

მსგავსი