პერუში ავტოკატასტროფას 23 ადამიანი ემსხვერპლა
პერუში ავტოკატასტროფას 23 ადამიანი ემსხვერპლა

პერუში ავტოკატასტროფას 23 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო ავტობუსი 100 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

ავარია კუსკოსააპუერტო მალდონადოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. უბედური შემთხვევის დროს ავტობუსში 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის მიზეზებს პოლიცია იძიებს.