პერუში ავტობუსი ხრამში გადავარდა, რასაც 35 ადამიანი ემსხვერპლა
პერუში ავტობუსი ხრამში გადავარდა, რასაც 35 ადამიანი ემსხვერპლა

პერუში სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა, რასაც 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტოკატასტროფის შედეგად, დაშავებულია 20 ადამიანი.

წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 200 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.