პერლ ჰარბორის ბაზაზე ამერიკელმა მეზღვაურმა ორი ადამიანი მოკლა და თავდაცვის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი დაჭრა
პერლ ჰარბორის ბაზაზე ამერიკელმა მეზღვაურმა ორი ადამიანი მოკლა და თავდაცვის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი დაჭრა. ამის შემდეგ მან თავი მოიკლა. მედიის ცნობით, კიდევ ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.
მომხდარის მოტივი ჯერ უცნობია. თავდაცვის დეპარტამენტი თავდამსხმელის ვინაობას და მოტივს არ ასახელებს. ინციდენტის შემდეგ ბაზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო.