ცნობილმა პორტუგალიელმა მცველმა, პეპემ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა, რომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა.
41 წლის ფეხბურთელმა საკლუბო ფეხბურთში („რეალსა“ და „პორტუსთან“ ერთად) 28 ტიტული მოიგო. გარდა ამისა, ის პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისა და ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
პეპეს ბოლო კლუბი „პორტუ“ იყო, რომლის რიგებშიც 2019-24 წლებში ითამაშა.
ევრო 2024-ზე პეპემ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მეოთხედფინალამდე მიაღწია. გერმანიაში გამართულ ტურნირზე მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მინდორზე 410 წუთი გაატარა.