პეპ გვარდიოლა - „იმედი მაქვს მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინა მოიგებს“
პეპ გვარდიოლა - „იმედი მაქვს მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინა მოიგებს“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიუნხენის „ბაიერნში“ მუშაობის პერიოდს ნეგატიურად არ აფასებს. კატალონიელმა სპეციალისტმა „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა, ორჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა.

„მიუნხენში ჩემს მუშაობის პერიოდს მხოლოდ იმ ფაქტით აფასებენ, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ. „ბაიერნი“ სამუშაოდ ურთულესი კლუბია. ჩვენ ყველას გვინდოდა ეს ტიტული, თუმცა ბევრი ფაქტორი იყო, რამაც გავლენა მოახდინა იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოვახერხეთ.“

2018  წლის  მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სპეციალისტმა არგენტინის ნაკრების მიმართ მის სიმპატიებზე ისაუბრა.

„მსურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არგენტინამ მოიპოვოს. ტურნირის ფავორიტებს რაც შეეხება – ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ტიტული ინგლისს, ბრაზილიას, არგენტინას, ესპანეთს და გერმანიას შორის გათამაშდება“ – განაცხადა გვარდიოლამ პორტალ sport1.de-თან საუბრისას.