ოფიციალურად - „მანჩესტერ სიტიმ“ გიუნდოგანის დაბრუნების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდა. ინგლისის ჩემპიონმა ოფიციალურად გამოაცხადა 33 წლის გერმანელი ფეხბურთელის გაფორმების შესახებ. კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
გიუნდოგანის მოქმედი ხელშეკრულება „ბარსელონასთან“ 2026 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში, მაგრამ ფეხბურთელი მანჩესტერელთა რიგებში უფასოდ გადავიდა.
ნახევარმცველი „მანჩესტერ სიტიში“ 2016-23 წლებში თამაშობდა და მის შემადგენლობაში 14 ტიტული მოიპოვა.
გასულ სეზონში გიუნდოგანმა ხუთი გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა „ბარსელონას“ შემადგენლობაში ჩატარებულ 51 მატჩში.