პენტაგონში ლოიდ ოსტინისა და ერაყის პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ შია ალ-სუდანის შეხვედრა გაიმართა
პენტაგონში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და ერაყის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა.
მედიის ცნობით, ლიდერებმა, სავარაუდოდ, ისრაელზე ირანის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზეც ისაუბრეს.
„ბოლო დღეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს თქვენი რეგიონის უსაფრთხოებას და გვერდში ვუდგავართ ჩვენს პარტნიორებს. ბატონო პრემიერო, მე ძალიან მადლობელი ვარ ერაყთან ჩვენი პარტნიორობისთვის, რომელიც მხოლოდ თქვენი ხელმძღვანელობით გაძლიერდა“, – აღნიშნა ლოიდ ისტინმა.
თავის მხრივ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრა ადასტურებს ერაყის მთავრობის მონდომებას ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით.
ერაყი ორივე ქვეყნის, აშშ-ისა და ირანის მოკავშირეა. ერაყის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ირანმა თავდასხმის წინ მათ ინფორმაცია მიაწოდა, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს.