პენტაგონის უსაფრთხოების სამსახურმა უწყებაში მისულ წერილში მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, წერილი პენტაგონის ხელმძღვანელის, ჯეიმს მეტისისა და სამხედრო საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელის, ჯონ რიჩარდსონის სახელზე იყო გაგზავნილი.
გავრცელებული ცნობით, წერილი შესასვლელშივე შეამოწმეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამინისტროში ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.