პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების 75 პროცენტი ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა
უკრაინის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების 75 პროცენტი ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა, – ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ჯარის დიდი ნაწილი ახლა უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 25 კილომეტრში იმყოფება, ხუთი კილომეტრით წინ, ვიდრე კვირას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ძალები ცდილობენ, მიუახლოვდნენ კიევს ხმელეთით. ჩვენი შეფასებით, ისინი ქალაქის ცენტრის მიღმა არიან. რაც ნათლად ვიცით, ის არის, რომ აქვთ განზრახვები კიევთან მიმართებით. უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას კიევის ირგვლივ. მათ რუსებს სამხრეთით გადაადგილება გაართულეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.