პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე ახალი ტიპის ბალისტიკური თავდასხმის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული
პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე ახალი ტიპის ბალისტიკური თავდასხმის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე ახალი ტიპის ბალისტიკური თავდასხმის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.

„მე შემიძლია, დავადასტურო, რომ რუსეთმა გაუშვა ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა. შეერთებულ შტატებს წინასწარ ეცნობა ამის შესახებ, რაკეტის გაშვებამდე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ადრეც ვნახეთ სახიფათო რიტორიკა პრეზიდენტ პუტინისგან, რის გამოც ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე. გუშინ გამოვაქვეყნეთ კიდევ ერთი, 275 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ, სერიოზულად მივიღოთ რიტორიკა, რომელიც მოდის რუსეთიდან, მაგრამ ჩვენი აქცენტი რჩება უკრაინის შეიარაღებაზე და უკრაინის მხარდაჭერაზე ყველაფრით, რაც მას სჭირდება“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე.