პენტაგონში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავენ უკრაინაში ბელარუსის ჯარების გადასვლის ნიშნებს
პენტაგონში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავენ უკრაინაში ბელარუსის შეიარაღებული ძალების გადასვლის ნიშნებს.
„ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას იმისა, რომ ბელარუსის ჯარები უკრაინის შიგნით გადავიდნენ. ჩვენ ვერ ვხედავთ ბელარუსის ძალების რაიმე ჩართულობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება, მოხდეს ან არ მოხდება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.