პენტაგონში აცხადებენ, რომ ენტონი ბლინკენმა ისრაელისთვის 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელისთვის 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლინკენმა დაამტკიცა F-15 ტიპის თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 19 მილიარდი დოლარი დოლარია. მან ასევე სატანკო ვაზნებისა და სამხედრო მანქანების შესაძლო გაყიდვის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომელთა ღირებულებაც 774 მილიონი დოლარი და 585 მილიონი დოლარია.
კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გაყიდვები „გააუმჯობესებს ისრაელის შესაძლებლობებს მტრებისგან მომდინარე ამჟამინდელ და მომავალ საფრთხეებთან გამკლავებაში“.