პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-მა ჰიპერბგერითი იარაღის სამი წარმატებული ცდა ჩაატარა
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-მა ჰიპერბგერითი იარაღის სამი წარმატებული ცდა ჩაატარა

პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-მა ჰიპერბგერითი იარაღის სამი წარმატებული ცდა ჩაატარა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ჰიპერბგერითი რაკეტის კომპონენტების პროტოტიპის სამი წარმატებული ცდა 21 ოქტომბერს ვირჯინიის შტატში მდებარე „ნასას“ კოსმოდრომზე ჩაატარეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოცდამ „აჩვენა ჰიპერბგერითი ტექნოლოგიის შესაძლებლობები რეალურ გარემოში“. კონკრეტულად რა კომპონენტები გამოსცადეს აშშ-ში, პენტაგონი არ აკონკრეტებს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გამოცდა იმავე დღეს ჩატარდა, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის მიერ ჰიპერბგერითი იარაღის განვითარებაში მიღწეული წარმატების გამო შეშფოთება გამოთქვა.

მანამდე ბრიტანულმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ჩინეთმა ჰიპერბგერითი იარაღის ორი ცდა ჩაატარა. პეკინში ეს ინფორმაცია უარყვეს.

დატოვე კომენტარი