პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის იერიშის შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა ორი წლით შეფერხდა და ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის იერიშის შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა ორი წლით შეფერხდა და ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა

პენტაგონში აცხადებენ, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა ორი წლით შეფერხდა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება პრესსპიკერმა შონ პარნელმა გააკეთა.

მისი თქმით, ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ობიექტებზე ზარალის შეფასება პენტაგონის მხრიდან უცვლელი რჩება.

„ჩვენ გვჯერა, რაც მთავარია, ყველა ის სადაზვერვო ინფორმაცია, რაც ნანახი გვაქვს, გვარწმუნებს, რომ ირანის ეს ობიექტები მთლიანადაა განადგურებული“, – აღნიშნა პარნელმა.

პენტაგონის პრესპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის მოკავშირეებიც თანხმდებიან, რომ ირანის ბირთვული პროგრამა დაზიანდა. მისი თქმით, შიდა დაზვერვის ინფორმაციით, პროგრამა, სულ მცირე, ერთი ან ორი წლით შეფერხდა.

აშშ-მა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში იერიშები 22 ივნისს მიიტანა. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.