პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ გეგმავს, ჩინეთისა და რუსეთისგან საფრთხეების საწინააღმდეგოდ ბაზები გააძლიეროს, ხოლო ახლო აღმოსავლეთში შეინარჩუნოს ძალები ირანისა და ჯიჰადისტური ჯგუფების შესაკავებლად
ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, გააძლიეროს საკუთარი სამხედრო ბაზები ჩინეთისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო ახლო აღმოსავლეთში შეინარჩუნოს საკმარისი ძალები ირანისა და ჯიჰადისტური ჯგუფების შესაკავებლად, – ამის შესახებ 29 ნოემბერს პენტაგონმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დაკვეთით შესრულებულ დოკუმენტზე („აშშ-ის შეირაღებული ძალების მიმოხილვა მსოფლიოში“) დაყრდნობით განაცხადა.
არსებული ცნობებით, ამ დოკუმენტის დეტალები გასაიდუმლოებულია, მაგრამ პენტაგონის მაღალჩინოსნის, მარა ქარლინის თქმით, ის გააძლიერებს „ევროპაში რუსული აგრესიის შეკავების უნარს და ნატო-ს ძალებს მისცემს საშუალებას, უფრო ეფექტურად იმოქმედონ“. ამავდროულად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი დარჩება აშშ-ის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტად. დოკუმენტი აგრეთვე მიუთითებს რეგიონში მოკავშირეებთან დამატებითი თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რათა „შეაკავოს ჩინეთის პოტენციური სამხედრო აგრესია და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეები“. კერძოდ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მოახდენს სამხედრო ობიექტების მოდერნიზებას და გაფართოებას კუნძულ გუამსა და ავსტრალიაში.