პენტაგონის პრესსპიკერის ცნობით, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრიდან აშშ-ში დაბრუნების დროს პიტ ჰეგსეტის თვითმფრინავი საქარე მინაზე ბზარის გამო დიდ ბრიტანეთში დაუგეგმავად დაეშვა
ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნების დროს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის თვითმფრინავმა საქარე მინაზე აღმოჩენილი ბზარის გამო დიდ ბრიტანეთში დაუგეგმავი დაშვება განახორციელა.
ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის პრესსპიკერი შონ პარნელი ავრცელებს.
მისივე თქმით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი უსაფრთხოდაა.
„თვითმფრინავი სტანდარტული პროცედურების დაცვით დაეშვა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის მდივანი ჰეგსეთი, უსაფრთხოდ არიან“, – წერს პარნელი სოციალურ ქსელ X-ზე.
On the way back to the United States from NATO’s Defense Ministers meeting, Secretary of War Hegseth’s plane made an unscheduled landing in the United Kingdom due to a crack in the aircraft windshield. The plane landed based on standard procedures and everyone onboard, including…
— Sean Parnell (@SeanParnellASW) October 15, 2025