პენტაგონის პრესსპიკერი - უკრაინა თავად იღებს გადაწყვეტილებას სამიზნეებზე და ახორციელებს საკუთარ სამხედრო ოპერაციებს
პენტაგონის პრესსპიკერი - უკრაინა თავად იღებს გადაწყვეტილებას სამიზნეებზე და ახორციელებს საკუთარ სამხედრო ოპერაციებს

უკრაინა თავად ირჩევს სამიზნეს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჩარლი დიცმა განაცხადა.

„უკრაინა თავად იღებს გადაწყვეტილებას სამიზნეებზე და ახორციელებს საკუთარ სამხედრო ოპერაციებს“, – თქვა მაიორმა ჩარლი დიცმა.

პენტაგონში ეს განცხადება რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებაზე საპასუხოდ გაკეთდა, რომლის თანახმად, რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ სევასტოპოლზე განხორციელებულ თავდასხმაში აშშ-ს ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა.

რუსული მხარე აცხადებდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თავდასხმა „ატაკამსის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტით განახორციელეს.