პენტაგონის ინფორმაციით, სირიაში 105 რაკეტა გაუშვეს
პენტაგონის ინფორმაციით, სირიაში 105 რაკეტა გაუშვეს

სირიაში სამი სამიზნის მიმართულებით, საერთო ჯამში, 105 რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის ავრცელებს.

როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაითმა განაცხადა, რაკეტებმა ყველა სამიზნეს წარმატებულად მიაღწიეს.

მისი თქმით, მოკავშირეებმა ყველა ზომასა და გაფრთხილებას მიმართეს, რომ დარტყმები მხოლოდ დასახულ სამიზნეებზე განხორციელებულიყო.

ამასთან, როგორც აშშ-ის გაერთიანებული შტაბის დირექტორმა, გენერალმა მაკკენზიმ განაცხადა, კოორდინირებული დარტყმები სირიის ქიმიურ შესაძლებლობებს ბევრი წლით უკან დახევს.

მისი თქმით, სირიის რეჟიმს არც ერთი რაკეტა არ ჩამოუგდია.

შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.