პენტაგონის ინფორმაციით, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები ამერიკელი სამხედროების ზარებს არ პასუხობენ
პენტაგონის ინფორმაციით, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები ამერიკელი სამხედროების ზარებს არ პასუხობენ

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის გაცხადებით, გასული თვის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკ მილი ცდილობდნენ და კვლავ ცდილობენ რუს კოლეგებთან, სერგეი შოიგუსთან და ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებას, თუმცა რუსეთის მხარე კონტაქტზე უარს აცხადებს.

„ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ აშშ-სა და რუსეთის თავდაცვის ლიდერებს შორის ჩართულობა ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – თქვა კირბიმ.

​აშშ-ის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ბოლოს მიმდინარე წლის 18 თებერვალს, გენშტაბის ხელმძღვანელებმა კი 11 თებერვალს ისაუბრეს.