პენტაგონი - კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში, რათა გააძლიეროს ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვა ირანთან დაკავშირებული ჯგუფების თავდასხმების ზრდის ფონზე
კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში, რათა გააძლიეროს ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვა ირანთან დაკავშირებული ჯგუფების თავდასხმების ზრდის ფონზე, – ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს.
„გასულ კვირას აშშ-ისა და კოალიციის ჯარებს, სულ მცირე, 12-ჯერ დაესხნენ თავს ერაყში და ოთხჯერ სირიაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა.
რაიდერის თქმით, სულ 21 ამერიკელმა სამხედრომ მიიღო მსუბუქი დაზიანებები, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტვინის ტრავმული დაზიანებებია.
„მე არ ვაპირებ, რომ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებით, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა აშშ-ის პერსონალზე თავდასხმაზე, გარდა იმისა, რომ ვიტყვი, ვიცით, რომ ეს ჯგუფები დაკავშირებულნი არიან ირანთან“, – განაცხადა რაიდერმა.
როგორც მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის სამხედროები თავდაცვის ახალ ზომებს იღებენ, რაც მოიცავს აშშ-ის სამხედრო პატრულირების გაზრდას, ბაზის ობიექტებზე წვდომის შეზღუდვას და დაზვერვის გაძლიერებას, მათ შორის, თვითმფრინავებისა და სხვა სათვალთვალო ოპერაციების მეშვეობით.
შეგახსენებთ, პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმა მოხდა.