პენტაგონი - ჩინეთის სამხედრო წვრთნა შესაძლოა, აშშ-ის წინააღმდეგ იყოს მიმართული
პენტაგონი - ჩინეთის სამხედრო წვრთნა შესაძლოა, აშშ-ის წინააღმდეგ იყოს მიმართული

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მიიჩნევს, რომ ჩინეთის საჰაერო და საზღვაო ძალების მიერ, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიაზე დაწყებული წვრთნები  ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგაა მიმართული. ამის შესახებ ჯეიმს მეტისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პენტაგონის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ ჩინეთის მიზანია, მთელ რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენა გაზარდოს, რისთვისაც ოფიციალურმა პეკინმა რამდენიმე თვის წინ 190 მილიარდი დოლარი გამოყო.

„ჩვენთვის ბევრ კითხვას ბადებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოულოდნელად დაწყებული სამხედრო წვრთნა. ამისთვის მეტი გამჭვირვალობა და ინფორმაციაა საჭირო. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად მუშაობას იმაზე, რომ ჩინეთის საზღვაო ძალების მიერ დაწყებულმა წვრთნამ სახიფათო შედეგი არ გამოიღოს“, – განაცხადა ჯეიმს მეტისმა.

ჩინეთის საზღვაო ძალებმა მორიგი სამხედრო წვრთნა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაიწყეს.