პენსილვანიის შტატში სროლის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა
პენსილვანიის შტატში სროლის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში სროლის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ გაანეიტრალა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა.

„ამ ტიპის ძალადობა არ არის მისაღები, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უკეთ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ.

შაპიროს თქმით, დღეს პენსილვანიის შტატში, ყველა საჯარო შენობასთან დროშები დაეშვება.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა აღნიშნა, რომ აგენტები ადგილზე იმყოფებიან და დახმარებას უწევენ ადგილობრივ პარტნიორებს. მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.