პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა და დაუთვლელი ბიულეტენები გაუქმდება

00:55, 13.11.2020

პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა და დაუთვლელი ბიულეტენები გაუქმდება. საქმე ეხება ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებს, რომელთა დამოწმებისთვის ვადა 9 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

დაახლოებით რამდენი ბიულეტენის გაუქმებაზე შეიძლება იყო საუბარი, ჯერ უცნობია.

მანამდე, პენსილვანიის სახელმწიფო მდივანმა, კეთი ბუკვარმა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დასამოწმებლად ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა.

რა რეაქცია ექნება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენს და მის მოკავშირეებს, უცნობი რჩება.

შეგახსენებთ, პენსილვანიაში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 40 000 ხმით უსწრებს. პენსილვანია საარჩევნო რბოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი შტატია, სადაც წარმატების მიღწევის შემდეგ ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

მსგავსი