პენსილვანიამ არჩევნების შედეგები ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის სასარგებლოდ დაადასტურა
პენსილვანიამ არჩევნების შედეგები ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის სასარგებლოდ დაადასტურა

პენსილვანიის შტატის სახელმწიფო დეპარტამენტმა არჩევნების შედეგები ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის სასარგებლოდ დაადასტურა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ტომ ვულფმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„მე დავადასტურე პენსილვანიის შტატის შედეგები და როგორც ფედერალური კანონმდებლობა მოითხოვს, ხელი მოვაწერე დადასტურების სერთიფიკატს“, – დაწერა ვულფმა.

გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობდნენ.

ამასთან, როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, პენსილვანიის შტატში არჩევნების შედეგები დაადასტურეს იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპი სამართლებრივი სარჩელით ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.