პენიტენციური სამსახური - ტესტირების მორიგი ეტაპის შედეგებით, პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა
პენიტენციური სამსახური - ტესტირების მორიგი ეტაპის შედეგებით, პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და ამიერიდან PCR ტესტირებაც პრევენციის მიზნით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თვეში ერთხელ ჩატარდება, რათა ბრალდებულ/მსჯავრდებულები ვირუსისგან დაცულები იყვნენ.

„შეგახსენებთ, პრევენციული PCR ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ჩატარებულია 22 752 ტესტი. ჯამში პენიტენციურ სისტემაში იყო covid-19-ის 194 დადასტურებული შემთხვევა და დღეს ეს მონაცემი განულებულია“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.