პენიტენციური სამსახური -  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს, თავი შეიკავონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან
პენიტენციური სამსახური - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს, თავი შეიკავონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს, თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.