პელემ ჯანმრთელობის პრობლემებზე ჭორები უარყო #1TVSPORT
პელემ ჯანმრთელობის პრობლემებზე ჭორები უარყო #1TVSPORT

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ უპასუხა ჭორებს იმის თაობაზე, რომ თითქოს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებს განიცდის. ბრაზილიურმა პრესამ დაწერა, რომ 80 წლის პელე საავადმყოფოში მოხვდა და ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ბიჭებო, გონება არ დამიკარგავს და შესანიშნავად ვგრძნობ თავს. გეგმიურ გამოკვლევაზე ვიყავი, რადგან ადრე ვერ შევძელი ამის გაკეთება პანდემის გამო.

გამოაცხადეთ, რომ მომდევნო კვირას ვერ ვითამაშებ!“ – იხუმრა „ტვიტერში“ „ფეხბურთის მეფემ“.