მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ პელემ აღნიშნა, რომ თავის დროზე მადრიდის „რეალში“ გადასვლის ვარიანტი ჰქონდა.
„რეალში“ თამაში საოცრება იქნებოდა, მაგრამ არ ვნანობ, რომ დავრჩი და მთელი კარიერა „სანტოსს“ მივუძღვენი. შინ დარჩენის სურვილი უფრო ძლიერი იყო.
ვინისიუს ჟუნიორი თუ როდრიგო? ეს ორი ბრაზილიური ფეხბურთის მომავალია. ისინი „რეალში“ დიდი წნეხის ქვეშ თამაშობენ, მადრიდში ზრდას ორივე გააგრძელებს. მათ დიადი საქმეების კეთება შეუძლიათ“, – თქვა „ფეხბურთის მეფემ“ ჟურნალ „მადრიდისტა რეალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (77 გოლი).