პეკინში უკანონოდ აშენებულ ნაგებობებს დაანგრევენ
პეკინში უკანონოდ აშენებულ ნაგებობებს დაანგრევენ

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 40 მილიონ კვადრატულ-მეტრზე უკანონოდ აშენებული შენობების დანგრევა იგეგმება. პეკინის მერის განცხადებით, საუბარია 600-ზე მეტ ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც წლების წინ დარღვევებით აშენდა.

„ჩვენ ვგეგმავთ 40 მილიონ კვადრატულ მეტრზე მდებარე შენობების დანგრევას, რის შემდეგაც იმ ადგილას ახალი, თანამედროვე ტიპის შენობები აშენდება. ეს ნაგებობები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად შეცვლის,“ – აღნიშნა პეკინის მერმა იენ ჩინმა.

უკანონოდ აშენებულ ნაგებობათა დანგრევის შედეგად, 22 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩება, თუმცა მთავრობა პირობას დებს, რომ მათ საცხოვრებელი ფართით ორ წელიწადში დააკმაყოფილებენ.

შენობების დანგრევა 2018 წლიდან დაიწყება, ხოლო ახალი პროექტი 2020 წელს დასრულდება.