პეკინში, აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
პეკინში, აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

ჩინელმა სამართალდამცველებმა პეკინში, აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ის 26 წლის მონღოლი მამაკაცია. მან საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფოიერვერკს ცეცხლი წაუკიდა, თუმცა ის ხელში აუფეთქდა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდამ ზედა კიდურების დამწვრობა მიიღო. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ასევე ქალიც დააკავა, რომელიც სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას გეგმავდა. დაკავშირებულია თუ არა ეს ორი ინციდენტი ერთმანეთთან, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.