პეკინში „არაცივილურ ქცევებს“ პირბადის გარეშე სიარული და სოციალური დისტანციის დაუცველობა დაემატა
პეკინში „არაცივილურ ქცევებს“ პირბადის გარეშე სიარული და სოციალური დისტანციის დაუცველობა დაემატა

პეკინში მოქალაქეები, რომლებიც არ გაითვალისწინებენ რეკომენდაციას და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში არ გაიკეთებენ პირბადეს, ასევე არ დაიცავენ სოციალურ დისტანციას, დაჯარიმდებიან.

გარდა ამისა, მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა ჩაიცვან სუფთა ტანსაცმელი და სიცხეშიც კი მამაკაცები ვალდებულები არიან, არ გაიხადონ მაისურები.

პეკინში ე.წ არაცივილურ ქცევასთან დაკავშირებით რეგულაციები აქამდეც მოქმედებდა, მაგალითად ქალაქში აკრძალულია ქუჩაში ნაგვის დაყრა და კონკრეტულ ადგილებში სიგარეტის მოწევა.