პეკინის ოლიმპიადაზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება, აცრილი ოლიმპიელები სამკვირიან კარანტინს აიცილებენ თავიდან #1TVSPORT
პეკინის ოლიმპიადაზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება, აცრილი ოლიმპიელები სამკვირიან კარანტინს აიცილებენ თავიდან #1TVSPORT

ცნობილი გახდა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის რეგლამენტი თამაშების წინ სპორტსმენთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ირკვევა, რომ არასრულწლოვან სპორტსმენებს არ აიძულებენ 21-დღიან კარანტინს ოლიმპიადის წინ. დანარჩენი მონაწილეები კი უნდა ჩამოყალიბდნენ: აიცრან ან გაიარონ სამკვირიანი კარანტინი.

ოლიმპიადის მონაწილეთა ვაქცინაცია – ნებაყოფლობითია. ვაქცინირებულებს არ მოუწევთ 21-დღიანი კარანტინის გავლა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.