პეკინის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირი ქალებში კანადამ მოიგო​ #1TVSPORT
პეკინის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირი ქალებში კანადამ მოიგო​ #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირის გამარჯვებული ქალებში კანადის ეროვნული გუნდი გახდა. ფინალში მათ ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი 3:2 დაამარცხეს.

ფინალამდე კანადელებმა ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს და როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირზე მხოლოდ ამერიკის გუნდი თუ გაუწევდა წინააღმდეგობას.

ფინალური მატჩის პირველი პერიოდი კანადელებმა 2:0 მოიგეს, მეორეშიც მესამე შაიბა მიაყოლეს (3:0) და თითქოს გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ უნდა დამდგარიყო. მაგრამ მეორე პერიოდის მიწურულს ამერიკის ნაკრებმა ერთი შაიბის გატანა მოახერხა (3:1) და თამაშში დაბრუნდა. მესამე პერიოდის დასაწყისში ამერიკელ ჰოკეისტებს ანგარიშის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობა რამდენჯერმე მიეცათ, მაგრამ მათ ამის მოხერხება მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთზე შეძლეს, რას საკმარისი არ აღმოჩნდა (3:2).

კანადელებმა ტურნირის ყველა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ოქროს მედლის მფლობელებიც დამსახურებულად გახდნენ.