პეკინის 2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მედლების პრეზენტაცია მოაწყო #1TVSPORT
პეკინის 2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მედლების პრეზენტაცია მოაწყო #1TVSPORT

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა მომავალი თამაშების მედლების დიზაინის პრეზენტაცია მოაწყო.

მედლის ერთ მხარეს გამოსახულია ხუთი ოლიმპიური რგოლი, რომლის გარშემო ინგლისურ ენაზე წერია თამაშების სრული დასახელება – XXIV Olympic Winter Games Beijing 2022.

მეორე მხარეს კი ამოტვიფრულია პეკინის ოლიმპიადის ემბლემა და თამაშების სრული სახელწოდება ჩინურ ენაზე. გარდა ამისაა, ამ მხარეს დატანილია რგოლები, რომლებზეც განთავსებულია 24 წერტილი. ეს არის ვარსკვლავებიანი ცისა და ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიის სიმბოლო.

მედლები მოთავსებული იქნება ყუთში, რომელიც ბამბუკისგან არის დამზადებული. ორგანიზატორები ხაზს უსვამენ ჩინური კულტურის განსაკუთრებულობას და შეესაბამება ეკოლოგიური თამაშების კონცეპციას.

პეკინის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.