პეკინი 2022 | სპრინტი კაცებში ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო #1TVSPORT
პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონში (კაცებში) სპრინტი 10 კმ-ზე გაიმართა. შეჯიბრება საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ნორვეგიელი სპორტსმენის, ბოლო სამი სეზონის საერთო ჩათვლის ლიდერის, 29 წლის იოჰანეს ბოს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მან დისტანციაზე სწრაფად ირბინა, ასევე 10 სროლიდან 9 ზუსტად შეასრულა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიგო. ნორვეგიელმა პეკინის მიმდინარე ოლიმპიადაზე შერეული ესტაფეტა მოიგო, ხოლო ინდივიდუალურ რბოლაში 20 კმ-ზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
დღევანდელ რბოლაში მეორე ადგილზე 2021/2022 წლების სეზონის საერთო ჩათვლის ლიდერი ქვენტინ ფილონ მაიე გავიდა. იგი გამარჯვებულს 25.5 წამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი დღევანდელი რბოლის გამარჯვებულის ძმა ტარე ბო გახდა (38.9).
13 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ბიატლონში ორი რბოლა – ქალების 10 კმ გამოდევნება და კაცების 12.5 კმ გამოდევნება გაიმართება, რომელთა პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.