პეკინი 2022 | კაზაკოვა-რევიას წყვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

რიტმულ ცეკვებში პეკინის ოლიმპიადაზე მეოთხედ გამოვიდა გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტი.

აქამდე ისინი ორჯერ გუნდურ შეჯიბრებაში გამოვიდნენ, შემდეგ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ჩაერთვნენ. 12 თებერვალს მოკლე პროგრამა წარმოადგინეს, 14 თებერვალს – თავისუფალი.

მოკლე პროგრამაში მათ 67.08 ქულა დაიმსახურეს, თავისუფალში – 164.33. ამ მაჩვენებლით ქართულმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მე-19 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ კაზაკოვა და რევია გუნდურ გამოსვლაში მერვეები იყვნენ.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩათვლას, რიტმულ ცეკვებში ოქროს მედალი გაბრიელა პაპადაკისისა და ჟილომ სიზერონის ფრანგულმა წყვილმა მოიპოვა.