პეკინი 2022 | მე-18 ადგილი რიტმულ ცეკვებში - კაზაკოვა-რევიას წყვილი ფინალურ ეტაპზეა [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დღეს, 12 თებერვალს დაიწყო წყვილებს შორის შეჯიბრება ფიგურულ ციგურაობაში, სადაც სპორტსმენები მაყურებლების წინაშე რიტმული ცეკვებით წარდგნენ.

საქართველოს სახელით იასპარეზეს მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, რომლებსაც შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდათ, საერთო ჯამში 67.08 ქულა დააგროვეს, 23 წყვილს შორის მე-18 ადგილი დაიკავეს და ფინალურ, თავისუფალ ცეკვაზე გადავიდნენ, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება.

ასპარეზობას გამოეთიშნენ და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ ლიეტუვის, გერმანიისა და იაპონიის წარმომადგენლები.

დატოვე კომენტარი