პეკა ჰაავისტო – კიდევ ერთხელ ვაცხადებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
როგორც ჰაავისტო აცხადებს, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის“, – წერს ჰაავისტო.
FM @Haavisto: On the 14th anniversary of the conflict between #Russia and #Georgia, I reiterate #Finland’s firm support to the independence, sovereignty and territorial integrity of Georgia. Under international law, #Abkhazia and #SouthOssetia belong to Georgia.
— MFA Finland 🇫🇮 (@Ulkoministerio) August 7, 2022