პეკა ჰაავისტო - ხალხი როდესაც კითხულობს, რატომ არ მოხდა რეაგირება 2008 წელს საქართველოსთან, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ რუსეთის სრულიად განსხვავებული რისკების შექმნის შესაძლებლობას
პეკა ჰაავისტო - ხალხი როდესაც კითხულობს, რატომ არ მოხდა რეაგირება 2008 წელს საქართველოსთან, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ რუსეთის სრულიად განსხვავებული რისკების შექმნის შესაძლებლობას

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რის გამოც ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანებისთვის განაცხადი გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან სრულიად განსხვავებული რისკების შექმნის შესაძლებლობას ხედავენ.

„დავინახეთ ცვლილებები ჩვენ ირგვლივ, რამაც გვაიძულა, განაცხადი გაგვეკეთებინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. პირველი არის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოშლა, რაზეც მოხდა შეთანხმება ჰელსინკიში 1975 წელს. ეს სტრუქტურები გაქრა. ჩვენ ვერ შევძელით ომის თავიდან არიდება ევროპაში იმ სტრუქტურებით, რომელიც შეიქმნა. მეორე ფაქტორი არის რუსეთის შესაძლებლობა, შექმნან მაღალი რისკები. როდესაც ხალხი კითხულობს, რატომ არ მოხდა რეაგირება 2008 წელს საქართველსოთან დაკავშირებით, რატომ არ მოხდა რეაგირება 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ რუსეთის სრულიად განსხვავებული რისკების შექმნის შესაძლებლობას არაპროგოზირებადი გზებით.

რუსეთმა შეძლო საზღვრის ერთ წერტილში 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება და ამბობდა, რომ ეს იყო წვრთნები, მაგრამ გამოიყენა დედაქალაქ კიევზე თავდასხმისთვის. ჩვენ ასევე ვნახეთ არგუმენტაციები მასობრივი განადგურების იარაღზე. ევროპაში ქვეყნები ამბობენ, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი შეიძლება, იყოს გამოყენებული. ჩვეულებრივი მოქალაქეები მინისტრს ქუჩში აჩერებენ და ეკითხებიან, ტრადიციულად ჩვენ ძლიერი სამხედრო ძალები გვყავს, მაგრამ რას ვაკეთებთ, თუ დაგვემუქრებიან ტაქტიკური ბირთვული შეიარაღებით. ჩვენ უკრაინაში ასევე ვხედავთ, რომ ომის წესები სრულად გამქრალია. ჟენევის კონვენციას არ იცავენ. ჩვენ ვხედავთ სექსუალურ ძალადობას, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას. ჩვენ სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში ვართ და ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.

დატოვე კომენტარი