პეკა ჰაავისტო - ევროკომისია განიხილავს აპლიკაციებს და ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი, დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის
პეკა ჰაავისტო - ევროკომისია განიხილავს აპლიკაციებს და ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი, დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო აცხადებს, რომ ევროკომისია განიხილავს აპლიკაციებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით.

მინისტრმა განაცხადა, რომ დასაფასებელია, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის.

„ამჟამად ევროკომისია განიხილავს ამ აპლიკაციებს და ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი. თუმცა ჩვენ დიდად ვაფასებთ ყველაფერ იმას, რაც საქართველომ უკვე გააკეთა თავისი ევროპული პერსპექტივისთვის. ასევე დიდად ვაფასებთ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც გვაქვს ფინეთსა და საქართველოს შორის და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე გააძლიერა რეგიონული თანამშრომლობა ევროკავშირსა და თქვენს რეგიონს შორის“, – განაცხადა პეკა ჰაავისტო​მ.