„პეისერსი“ ბითაძეს ისევ არ ენდობა - კარლაილმა გოგა ორი წუთი ათამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
06:50, 28.10.2021
NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები ჩატარდა, სადაც გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ტორონტორეპორტსს“ ესტუმრა და უშანსოდ, 100:118 დამარცხდა. რიკ კარლაილის გუნდისთვის ეს უკვე მე-4 მარცხია მიმდინარე სეზონში.
„მილუოკი ბაქსთან“ კარგად ჩატარებული შეხვედრის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი ქართველ კალათბურთელს ისევ არ ენდო და გოგას ამ მატჩში ფაქტობრივად მონაწილეობა არ მიუღია. ის პარკეტზე ბოლო მეოთხედში, დროის ამოწურვამდე 2:01 წუთით ადრე, ე.წ. Garbage Time-ის დროს გამოჩნდა და ზუსტად ამდენი ითამაშა. ბითაძემ საშუალო დისტანციიდან სროლა მაინც მოასწრო და 2 ქულა დააგროვა, მას ასევე თითო-თითო მოხსნა ჰქონდა შეტევაში და დაცვაში. კარლაილმა ბითაძესსათადარიგო სკამზე მყოფი კალათბურთელებიდან ყველაზე ცოტა სათამაშო დრო მისცა. გოგას შემდეგ ყველაზე ცოტა მისმა კონკურენტმა, აიზია ჯექსონმა ითამაშა – დებიუტანმა პარკეტზე 9:59 წუთი გაატარა და 2 ქულისა და 4 მოხსნის გაკეთება მოასწრო.
შეხვედრა თავიდანვე „რეპტორსის“ უპირატესობით დაიწყო და ყველა მეოთხედი მათი გამარჯვებით დასრულდა. საუკეთესო მოთამაშე ფრედ ვანვლიტი იყო, რომელმაც 26 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, მას სამმაგ დუბლამდე 4 შედეგიანი გადაცემა დააკლდა. 23 ქულა ჰქონდა ო ჯი ანუნობის, 18 ქულა კი სკოტ ბარნსს. „ინდიანას“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი მალკოლმ ბროგდონი იყო, რომლის ანგარიშზეც 18 ქულაა.
ტორონტო VS ინდიანა
თავისი შეხვედრა ჩაატარა „მილუოკი ბაქსმაც“, რომელიც „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ 108:113 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან როგორც მოგახსენეთ, ჩემპიონმა გუნდმა ის G ლიგის გუნდში, „ვისკონსინჰერდში“ გაუშვა სათამაშოდ.
ბითაძის „პეისერსი“ შემდეგ შეხვედრას ზეგ, 30 ოქტომბერს „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.