„პეგასი“ საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის აღმოსავლეთ ლიგის გამარჯვებულია
„პეგასი“ საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის აღმოსავლეთ ლიგის გამარჯვებულია

ხელბურთში, საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის აღმოსავლეთ ლიგაში „პეგასმა“ დღეს ანგარიშით 33:16 „ყვარელი“ დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა. თავის მხრივ „ყვარელსაც“ განაღდებული აქვს ვერცხლის მედლები, ხოლო დარჩენილ ორ ტურში ქარიშხალა, რუთავი და ქარელი მესამე ადგილებისთვის იბრძოლებენ.

მორიგი სათამაშო დღეებია:- დასავლეთში 16 თებერვალი, ხოლო აღმოსავლეთში – 17 თებერვალი. შემდეგ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების საწვრთნელ მოსამზადებელი შეკრება დაიწყება და ეს გუნდი ივლისში შვედეთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩემპიონატები 16-17 მარტს დასრულდება და გუნდები ბრძოლას საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ.